საერთაშორისო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის კანონპროექტს აზერბაიჯანისათვის თავდაცვითი ტექნიკის მიწოდების შეჩერების თაობაზე

აზერბაიჯანის მხრივ სომხეთისისადმი განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა აპირებს განიხილოს მთელი რიგი ცვლილებები, რომელთაგან ერთ-ერთი აზერბაიჯანში თავდაცვის იარაღის მიწოდების დაბლოკვაა. ამის შესახებ იტყობინება ორგანიზაცია „ამერიკის სომხური სასამართლოს“ ოფისი.

”როდესაც აზერბაიჯანი ახშირებს  საზღვრისპირა შეტევებს, ეს ცვლილებები საშუალებას აძლევს კონგრესს შეაჩეროს ალიევის აგრესია”, – თქვა არამ ჰამბარიანმა,  „ამერიკის სომხური სასამართლოს“  აღმასრულებელმა დირექტორმა.

”იმის გამო, რომ ამ ცვლილებებზე კენჭისყრა ორშაბათს მოხდება, ჩვენ ჩვენს მეგობრებს და მხარდამჭერებს ვთხოვთ, მიმართონ თავიანთ ამერიკელ დეპუტატებს  კენჭი უყარონ კონგრესმენების  ბრედ შემანის და ფრენკ პალონის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების სასარგებლოდ.” – თქვა მან.

სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატა ცვლილებებს  კენჭს უყრის 20 ივლისს დილით.

ნახეთ მეტი
Back to top button