მთავარიპოლიტიკა

წინდაუხედავი პოლიტიკის წყალობით აზერბაიჯანი აღმოჩნდა ჩიხში: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური  ხელმძღვანელობა   ჩიხში მოექცა მის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური განუჭვრეტლობის გამო. ამჟამად ის  მოქმედებს ავანტიურისტულად  და  არაბალანსირებულ ნაბიჯებს დგამს. მას ამისთვის პასუხის გაცემა მოუწევს  საკუთარი ხალხის წინაშე.  ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

როგორც ის წერს   „16 ივლისის დილის დასაწყისში, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ოპერაციები  სომხეთის  სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით ტავუშის რეგიონის სოფლების მოვსეს-აიგეპარის მიდამოში, რასაც თან ახლდა დაბომბვები. სომხეთის  შეიარაღებული ძალების ადეკვატური რეაგირების შემდეგ, აზერბაიჯანულმა ძალებმა ზარალით უკან დაიხიეს. წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანულმა სამხედრო დაჯგუფებებმა დაიწყეს სოფლების აიგეპარისა და მოვსესის დაბომბვა.  გამოყენებული იქნა ნაღმტყორცნები და რაკეტები.  სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შესაბამისი პასუხის შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს მნიშვნელოვანი დანაკლისით.

საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური  ხელმძღვანელობა   ჩიხში მოექცა მის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური განუჭვრეტლობის გამო. ამჟამად ის  მოქმედებს ავანტიურისტულად  და  არაბალანსირებულ ნაბიჯებს დგამს. მას ამისთვის პასუხის გაცემა მოუწევს  საკუთარი ხალხის წინაშე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო  მუდმივ კავშირშია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან. არსებულ ვითარებაში აუცილებელია ზავის  უპირობო და სრული აღდგენის, შენარჩუნებისა და გაძლიერებისაკენ მიმართული  მცდელობები“,- წერს ანა  ნაღდალიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button