მთავარიპოლიტიკა

”სომხური წარმოების მოიერიშე უპილოტო მფრინავი აპარატები მოქმედებაში”. მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეო

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ჰაკობ არშაკიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ასრულებს სომხური წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატი  დავალებას.


დაიწყო სომხური წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატების ამოქმედება. ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მაღალი ტექნოლოგიების და მრეწველობის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა, რომელშიც განთავსებულია უპილოტო მფრინავი აპარატის   ოპერაციის ვიდეო.
”სომხური წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატი მოქმედებაში”, – დაწერა მან ვიდეოს გვერდით.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ასრულებს სომხური წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატი ამოცანას, ეძებს და პოულობს მიზანს.
შეგახსენებთ, რომ სრ თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა ადრე განაცხადა, რომ 13 ივლისი ისტორიაში შევა, როგორც სომხური წარმოების საბრძოლო უპილოტო მფრინავი აპარატების საბრძოლო გამოყენების დღე. სომხური საბრძოლო უპილოტო მფრინავი აპარატები პირველად გამოიყენეს ომის დროს საბრძოლო პირობებში და მათ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირეს.

ნახეთ მეტი
Back to top button