მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ განიხილა კანონპროექტი აზერბაიჯანის აგრესიაზე ყურადღების გამახვილების შესახებ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა  კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა წერილობითი ფორმით უნდა შეაფასოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონის სტატუსის ირგვლივაც. როგორც „არენპრესი“ აქვეყნებს,  კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა კონგრესმენი ადამ შიფი.  

შეფასება უნდა შეიცავდეს:

1) აშშ-სა და მისი პარტნიორების სტრატეგიული ინტერესების განსაზღვრას სომხეთ-აზერბაიჯანის რეგიონში;

2) 2020 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის რეგიონში და მის გარშემო, აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ძალის გამოყენების ყველა მნიშვნელოვანი შემთხვევის აღწერილობა, მათ შორისა ძალის გამოყენების თითოეული მნიშვნელოვანი ტიპის აღწერილობა, და ამ გამოყენების ინიციატორის შეფასება;

3) აშშ-ს სამხედრო დახმარების გავლენა შეფასება აზერბაიჯანისა  და სომხეთის რეგიონალურ ბალანსზე, სამხედრო ძალის შემდგომი გამოყენების ალბათობაზე;

4) რეგიონში ძალის შემდგომი გამოყენების ან პოტენციურად დესტაბილიზაციული მოქმედებების ალბათობის შეფასება უახლოეს და  შუა  პერიოდში.

ნახეთ მეტი
Back to top button