საერთაშორისო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და 1179-ს შეადგენს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 959-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251.

ნახეთ მეტი
Back to top button