პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ყალბ ცნობას თურქული გამანადგურებლების შესახებ

გავრცელებული ინფორმაციით, თურქული  გამანადგურებლები მიუახლოვდნენ სომხეთ-თურქეთის სასაზღვრო ზოლს სომხეთის დედაქალაქ ერევნიდან 56 კილომეტრის დაშორებით და უკან დაბრუნდნენ. როგორც ერევანში ამბობენ, ეს საკმაო მანძილია იმისათვის, რომ გამანადგურებლებს ჰქონდეთ ერევანზე წვდომა.  

სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ  „მიმოქცევაში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს”, – დაწერა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის  თავდაცვის სამინისტრო არ იძლევა დამატებით კომენტარს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები სავარაუდოდ სომხეთის საზღვართან ძალიან ახლო მანძილზე გამოჩნდნენ.

ინფორმაცია პირველად გამოქვეყნდა რუსული ვებსაიტის avia.pro- ს მიერ და აღინიშნა, რომ ეს მანძილი საკმარისია სომხეთის დედაქალაქზე საჰაერო შეტევის განსახორციელებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button