პოლიტიკა

არსენ კარაპეტიანი “ევროპული საქართველოს” ახალქალაქი-ნინოწმინდის კანდიდატია

,,1in.am” წერს, რომ ოპოზიციურმა პარტიამ ,,ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატთა სია, იუწყება aliq.ge.

პარტიას 30 მაჟორიტარული  ოლქიდან 16-ში ეყოლება კანდიდატები. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კენჭს იყრის ზუგდიდში, გიგა ბოკერია ფოთში.

არსენ კარაპეტიანი ახალქალაქი-ნინოწმინდის რეგიონის კანდიდატად დასახელდა. შეგახსენებთ, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს არსენ კარაპეტიანი ოპოზიციური პარტიის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარული  კანდიდატი იყო. კარაპეტიანი სააკაშვილის დროს იყო ნინოწმინდის პოლიციის უფროსი, იგი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 10 წლის განმავლობაში და პროფესიით იურისტია.

 ”ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველო ოქტომბრის არჩევნების დროს”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ, პარტია ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა. მისი გუნდის 3 დაპირებაა: კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ინტეგრაცია.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის კანდიდატი, მმართველი პარტიდან სამველ მანუკიანია.

ნახეთ მეტი
Back to top button