მთავარისაზოგადოება

196 ახალი შემთხვევა 1 დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39,298 გახდა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 196 – ით გაიზარდა და გახდა 39,298. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ცენტრის ცნობით, ამჟამად ამ დროისთვის 7930 ადამიანი მკურნალობს, ჩატარებულია 168,164 ტესტირება, დაინფიცირდა 30,372 ადამიანი. დაფიქსირდა 768 (+6) გარდაცვალება. კორონავირუსისგან დაინფიცირებული, მაგრამ სხვა დაავადებების შედეგად დაიღუპა 228.

3 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 39,102 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა, რომელიც უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის პირობები შეიცვალა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღბები და ხელთათმანები.

ასევე სავალდებულოა ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ღია ადგილებში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშეებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისა და გულის უკმარისობის მქონე პირებს (ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დაავადების ფაქტს)  შეუძლიათ არ ატარონ ნიღაბი.

13 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 12 აგვისტომდე.

ნახეთ მეტი
Back to top button