მთავარიპოლიტიკა

თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტის მხარედ გარდაიქმნა – რუსი ექსპერტი

თურქეთმა შეწყვიტა შუამავლის როლი და კონფლიქტის მხარედ გადაიზარდა, აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარმა მეცნიერ-მუშაკმა, კავკასიური კვლევების სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა ალექსანდრე კრილოვმა ყარაბაღის დარეგულირების პერსპექტივების შესახებ ,,ნოვოსტი-არმენია“ -თან ინტერვიუში.

“ბოლო პერიოდში თურქეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ბაქოსა და ანკარას საერთო პოზიცია აქვთ ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით და სომხეთთან მიმართებაში. ამჟამად, თურქეთი არის ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთადერთი წევრი, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს ბაქოს პოლიტიკას”, – აღნიშნა მან.

ამასთან, ექსპერტმა მიანიშნა იმაზე, რომ აზერბაიჯანის დამოკიდებულება თურქეთზე მუდმივად იზრდება.

“აზერბაიჯანის არმიის საოფიცრო შემადეგნლობა  თურქეთში ატარებს ტრენინგებს. ანკარა აზერბაიჯანში ახორციელებს ფართომასშტაბიან ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს თურქული გავლენის გაძლიერებას. თურქეთის სამხედროების ყოფნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუდმივი გახდა, მისი მასშტაბები მუდმივად იზრდება, რასაც ხელს შეუწყობს ამჟამად მიმდინარე რიგითი აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო მანევრებიც”- აღნიშნა კრილოვმა.

მან აღნიშნა, რომ სულ უფრო აშკარად იხატება აზერბაიჯანის “ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის” ანალოგად გადაქცევის პერსპექტივა, რომელიც თურქეთის დე ფაქტო პროვინციად გადაიქცა.

”ასეთი სცენარი მშვენივრად ჯდება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ გატარებულ პოლიტიკაში, რომლის მიხედვით იზრდება თურქეთის პოლიტიკური გავლენა ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩინეთის საზღვრებამდე, მაგრამ ის კონფლიქტებითა და არაპროგნოზირებადი შედეგებით არის გაჯერებული (პირველ რიგში, თავად თურქეთისთვის). აშკარაა, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის რეალური შთანთქმის სცენარი ეწინააღმდეგება  რუსეთის და ირანის ინტერესებს, ისევე როგორც რეგიონის იმ სახელმწიფოების, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობით”, – აღნიშნა კრილოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button