საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააპატიმრა ბანდის წევრები, რომლებმაც 2 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაყიდეს

,,Shant.news” წერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა. დააკავეს ნარკოტიკების გასაღებით დაკავებული ჯგუფის წევრები, რომლებმაც 2020 წელს ნარკოტიკების გაყიდვებიდან 2 მილიონ ლარამდე (დაახლოებით 600 ათასი დოლარი) მიიღეს. განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ნარკოდანაშაულის ჯგუფის ოთხი წევრი  პოლიციამ თბილისის მახლობლად დააკავა. მათ 8-20 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების  სახით ამოიღო ჰეროინი, დიდი ოდენობით თანხა, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ შეიმუშავეს ნარკომანიის უკანონო ბრუნვის სქემა და შეძლეს ფინანსური რესურსების მართვა ონლაინ ტოტალიზატორების საშუალებით.

ნახეთ მეტი
Back to top button