მთავარიპოლიტიკა

სომხეთს აქვს შესაბამისი სისტემები, რომ დაიცვას მეწამორის ატომური სადგური შესაძლო შეტევებისგან: სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში

სომხეთის მუდმივმა  წარმომადგენელმა  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში   არმენ პაპიკინმა  ჟურნალ „Energy Intelligence“-ს  კორესპოდენტთან საუბრისას  განაცხადა, რომ სომხეთს აქვს შესაბამისი სისტემები, რომ დაიცვას მეწამორის ატომური სადგური შესაძლო შეტევებისგან.

 როგორც  იცით,  ივლისში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ბრძოლების დროს,  აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის სპიკერი   ვაგიფ დარგიაჰლი დაემუქრა სომხეთს, რომ აზერბაიჯანს შეუძლია სარაკეტო დარტყმა მიაყენებდა სომხეთის მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს.  

”რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ამ სისტემის ყველა დეტალი არ არის გამოქვეყნებული. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ატომური ელექტროსადგურის აფეთქება  არც ისე ადვილია, რადგან ის ძლიერი, თანამედროვე ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ეს არის მრავალ ფენიანი თავდაცვის სისტემა, რომელიც აერთინებს  სომხეთისა და რუსეთის შესაძლებლობებს.  სომხეთის ცა დაცულია რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ,  ამჟამინდელი საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად“,  – თქვა პაპიკიანმა.

მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო სომხეთის მთავრობისთვის, რადგანაც  მას პირდაპირი გავლენა აქვს  მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესწავლილი აქვსა თუ არა სომხეთის  მთავრობას მსგავსი ტიპის თავდასხმის  შედეგები, პაპიკიანმა უპასუხა.

„უკიდურესად რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა გავლენას მოახდენს მსხავსი ტიპის თავდასხმა რეგიონზე. შეგვიძლია გავიხსენოთ ჩერნობილის ავარიის შედეგები. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე მარტივი პასუხი თქვენს კითხვაზე“.

ნახეთ მეტი
Back to top button