მთავარიპოლიტიკა

სომხეთში შემოსატანი ტვირთი დარჩა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. საქართველო ტრანსპორტირების ნებას არ აძლევს

“Aravot.am” წერს, რომ დაახლოებით ორი კვირაა, ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში მომავალ ტვირთს საზღვრის გადაკვეთის ნებას არ აძლევს. ისინი ასაფეთქებელი ნივთიერებებია, რომლებიც გამოიყენება სამრეწველო მიზნებისთვის, მაგალითად, სამთო, გზის მშენებლობისთვის და ა.შ. რუსეთში დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთულმა მანქანამ გაიარა რუსული მხარის ყველა პროცედურა, მაგრამ ლარსში ქართული მხარე  კრძალავს მათი საქართველოს საბაჟო საზღვრით გავლას.

ეს ტვირთი განკუთვნილია სამთო-სამრეწვ ელო  “გეოპრომეინინგისა” და აგარაკის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის ექსპლუატაციისთვის. Aravot.am- სთან საუბარში, , ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებით დაკავებული დიდი რუსული კომპანიის ,,პროსსინტეზის“ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ანნა ბატიკოვამ  განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში თავიანთ პროდუქციას აწვდიან  “გეოპრომეინინგსა” და აგარაკის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატს, აგრეთვე სხვა სომხურ კომპანიებს  სომხეთში. წელს უკვე გაგზავნილია დაახლოებით 40 მანქანა, ტვირთი, დადგენილი ბრძანებით, უნდა გაიგზავნოს ყოველთვიურად. ქალბატონმა ბატიკოვამ აღნიშნა, რომ 16 და 24 ივლისს მათ დატვირთეს მანქანები, მოვიდნენ ლარსში, გადაკვეთეს რუსეთის მხარე, მაგრამ ქართული მხრიდან ანუ რუსეთ-საქართველოს ნეიტრალურ ზონაში, ისინი დგანან. ”ჩვენ მივწერეთ წერილები საქართველოს მთავრობას, საბაჟო სამსახურს, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია, ისინი არავითარ განმარტებას არ იძლევიან, თუ რატომ იკრძალება ტვირთის სომხეთში ჩატანა. უფრო მეტიც, პირველად ხდება ასეთი რამ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მრავალი წლის განმავლობაში გაგვიგზავნია ტვირთი სომხეთში, პრობლემა არასოდეს არ გვქონია”.

ნახეთ მეტი
Back to top button