პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს აუნაზღაურებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრის და თებერვლის კომუნალურ გადასახადებს

,,News.am“ წერს, რომ მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს აუნაზღაურებს კომუნალურ გადასახადებს ოთხი თვის განმავლობაში. განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, იტყობინება Georgia-Online.

”მოქალაქეების შემოსავლის ან სამსახურის დაკარგვის ანაზღაურებისთვის, მთავრობამ გადაწყვიტა კომუნალური დახმარების პროგრამის გახანგრძლივება ოთხი თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. დახმარება იქნება იგივე პრინციპით, როგორც ადრე: მთავრობა ანაზღაურებს 200 კვტ.სთ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზს. ”ჩვენს შედარებით უზრუნვევლყოფილ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უარი თქვან ასეთ დახმარებაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button