
2-დან 8 აგვისტომდე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მტერმა დაარღვია ზავს რეჟიმი 300-ჯერ. ინფორმაციას ავრცელებს არმიის თავდაცვის სამინისტრო.
”დაახლოებით 2 800 გასროლა განხორციელდა სომხური პოზიციებისაკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ჯარის მოწინავე ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას და აგრძელებენ მათ წინაშე დასახული დავალების თავდაჯერებულად შესრულებას.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე აზერბაიჯანმა ზავის რეჟიმი 170-ჯერ დაარღვია, სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 1 700 გასროლა მოახდინა სომხური პოზიციებისაკენ.







