
სომეხი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო წვრთნებში რუსეთის ფედერაციის ასტრახანის რეგიონში. ცნობა გაავრცელა სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა შუშან სტეპანიანმა „სპუტნიკი სომხეთთან“ საუბარში და დასძინა, რომ ისინი გუშინ გაემგზავრნენ.
მისივე თქმით, 17-20 აგვისტოს, ასტრახანის რეგიონში, “კაპუსტინ იარის” მე -4 სახელმწიფო ცენტრალურ სამხედრო სკოლაში გაიმართება სპეციალური ვარჯიშები კუხო-ს სწრაფი გამოხმაურების გაერთიანებული ძალების სამხედრო ტექნიკური უზრუნველყოფის ძალების „ეშელონ 2020“ მონაწილეობით.
”სამხრეთ სამხედრო საოლქო ჯარების ლოჯისტიკის საკითხებში მეთაურის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ ვორონოვის ხელმძღვანელობით სამხედრო მეცადინეობისას დაგეგმილია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო შემადგენლობისა და კუხო-ს გაერთანებული შტაბის ოპერატიული ჯგუფის ერთობლივი მონაწილეობა“, – აღნიშნა სტეფანიანმა.







