რუსეთმა განაცხადა სომხეთისთვის სუ-30სმ გამანადგურებელთა ახალი პარტიის მიწოდების შესახებ

სრ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში იგეგმება საერთო ჯამში 12 სუ-30სმ გამანადგურებლის შეძენა.
,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ რუსეთი მზადაა სომხეთთან ერთად განიხილოს თანამედროვე სუ-30სმ გამანადგურებლების ახალი პარტიის მიწოდების საკითხი. ამის შესახებ ინტერფაქსს განუცხადა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მან აღნიშნა, რომ სომხურ მხარესთან ამაზე დისკუსიები გრძელდება.
”თვითმფრინავების შეძენის საკითხი განიხილება სომხური მხარის დაინტერესების შემთხვევაში”, – აღნიშნა ვორობიოვამ და უპასუხა კითხვაზე, განიხილება თუ არა საერთოდ ერევნის მხრიდან 4+ თაობის გამანადგურებლების შეძენის საკითხი.
სრ თს-ში ინფორმაციას ჯერჯერობით კომენტარს არ უკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ სუ-30სმ- ის პირველი პარტია სომხეთში 2019 წლის დეკემბერში ჩამოვიდა. სრ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში იგეგმება საერთო ჯამში 12 სუ-30სმ გამანადგურებლის შეძენა.
სუ-30სმ ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ თვითმფრინავად, შექმნილია ჰაერში უპირატესობის უზრუნველსაყოფად. ამ თვითმფრინავს შეუძლია 8000 კგ-მდე საბრძოლო მასალის გადატანა.
სუ-30სმ ესკადრილია მნიშვნელოვნად გაზრდის სომხეთის საჰაერო ძალების დამრტყმელობით შესაძლებლობებს.







