საზოგადოება
სომხეთში ქალები შეძლებენ სახალხო გვარდიაში გაწევრიანებას

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს მოახლოებულ სახალხო გვარდიაში ქალების ჩართვას.
როგორც „არმენპრესი“ წერს, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გაბრიელ ბალაიანმა 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩართვა მოხდება ნებაყოფლობით.
„ამ მხრივ რაიმე დისკრიმინაციას არ ვგულისხმობთ. ჩვენ დაახლოებით 5 წელია ვუშვებთ სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების გოგონებს, რომლებიც უკვე გახდნენ უფროსი ლეიტენანტები, შესაძლოა კაპიტნებიც. ქალებს, რომლებსაც არ აქვთ რეგისტრაცია რეზერვში, შეეძლებათ სახალხო გვარდაიში გაწევრიანება ნებაყოფლობით”, – თქვა ბალაიანმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პირველ ტურში ქალები დასაქმდებიან არასაბრძოლო საკითხებში.







