მთავარიპოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა სომხეთის მეორე რევოლუცია აღიარა: ახალი ეტაპი

სომხეთ-ამერიკის სტრატეგიული დიალოგის მეორე ეტაპი რეალურად რევოლუციური ცვლილების შემდეგ იწყება. ამჯერად საუბარია რეგიონალურ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ტავუშის ივლისის ბრძოლების შემდეგ, სომხეთის შეიარაღებული ძალების გამარჯვების შედეგად. ამის შესახებ წერს „ლრაგირ.ამ“-ი.

აშშ-ის ყურადღება ამ გამარჯვებისადმი საკმაოდ შესამჩნევი იყო, უფრო მეტიც, დამახასიათებელი “სტრუქტურით”. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანში ივლისის პროვოკაციამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში აშშ-ს ელჩმა ლინ ტრეისიმ ორი ვიზიტი ჩაატარა თავდაცვის სამინისტროში და შეხვედრა გამართა მინისტრ ტონოიანთან, მეორე – მაღალი ტექნოლოგიებისა და მრეწველობის სამინისტროსთან, შეხვედრა მინისტრ არშაკიანთან. ამ ვიზიტების დროს განიხილეს ერთის მხრივ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და  მეორე მხრივ, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

ივლისის ბრძოლების დროს არა მხოლოდ სომხეთის არმია იყო თავის სიმაღლეზე, არამედ სომხეთის სამხედრო ინდუსტრიის ახალი ნამუშევრებიც, რომლებმაც შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა.

ამ გარემოებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ივლისის ბრძოლებს არა მხოლოდ სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური, არამედ ზოგადად სახელმწიფო სტრატეგიული პერსპექტივის თვალსაზრისით. ამიტომაც მოხდა, რომ თურქეთმა რევოლუცია დაიწყო აზერბაიჯანში, შეცვალა აზერბაიჯანის ფუნქციური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ეს კავშირი გადააქცია თურქეთის  გეოპოლიტიკურ „ბრმა ნაწლავად“.

შეერთებული შტატები  ასევე გამოეხმაურა ახალ რეალობებს საინტერესო ქცევით, პოსტ-ფაქტუმით. პირველი, აშშ-ს სამხედრო ატაშემ მონაწილეობა მიიღო სომხეთშიზაფხულის გაწვევაში  ივლისის ბრძოლების შემდეგ და დააკვირდა მის პროგრესს. შემდეგ აშშ-ს სამხედრო ატაშე ელჩ ტრეისთან ერთად სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ონიკ გასპარიანს შეხვდა.

სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ტრამპის მაშინდელი მრჩეველი ჯონ ბოლტონი შეეხო ახალ რეგიონალურ რეალობებს და ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა სომხეთში და რა გავლენა მოახდინა ყოველივე ამან რეგიონულ პერსპექტივებზე. სომხეთმა ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა 2020 წლის ივლისში ტავუშში: სომხეთის სახელმწიფოებრიობა არის რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საიმედო და სუვერენული ღერძი. შეერთებულმა შტატებმა აშკარად დაადასტურა ეს პასუხი, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარა რეალობა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა “დაასათაურა” მისი პოლიტიკა ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების სისტემის მიმართ.

ამ თვალსაზრისით, სომხურ-ამერიკული სტრატეგიული დიალოგი, იმყოფება არა თუ მეორე ეტაპზე, არამედ  ̶  ახალ საწყის ეტაპზე.

ნახეთ მეტი
Back to top button