მთავარიპოლიტიკა

მთავრობა აზარტული თამაშების პირობებს ამკაცრებს. დეტალები

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ დაამტკიცა ლატარიების, ტოტალიზატორების, ბუკმეიკერული ოფისების მუშაობის პირობები.
კერძოდ, რამდენად შორს უნდა იყვნენ ისინი საგანმანათლებლო, ისტორიული და კულტურული ცენტრებიდან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული შენობებიდან, საავადმყოფოებიდან.
როგორც მთავრობის სხდომაზე სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ატომ ჯანჯუღაზიანმა აღნიშნა, ყველა ორგანიზაციას, რომელიც არ დაიცავს დადგენილ წესებს, მოუწევს უარი თქვას თავის საქმიანობაზე.
”ჩვენ ველით, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება ერთის მხრივ ამ საქმიანობის ორგანიზება და, მეორე მხრივ, აზარტული თამაშების მოზიდვის საშიშროების შემცირება”, – თქვა ჯანჯუღაზიანმა.
გადაწყვეტილების თანახმად, მომგებიანი თამაშების ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ დახურულ სივრცეებში.
ერევნის თითოეულ ადმინისტრაციულ ოლქში ისინი უნდა იყვნენ სწორი ხაზით მინიმუმ 150 მეტრის დაშორებით  საგანმანათლებლო, ისტორიული და კულტურული ცენტრებიდან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული შენობებიდან, საავადმყოფოებიდან.

კოტაიქის ოლქის ქალაქებში აბოვიანსა და წაღკაძორში, გეღარქუნიკის ოლქის ქალაქებში გავარსა და სევანში, არარატის, არმავირის, არაგაწოტონის, ლორისა და შირაკის რეგიონების ადმინისტრაციულ ცენტრებში, მომგებიანი თამაშები უნდა იყვნენ მინიმუმ 100 მეტრის დაშორებით ხსენებული ცენტრებიდან სწორი ხაზით.
ვაიოც ძორის რეგიონის ქალაქებში ეღეგნაძორსა და ჯერმუკში, სიუნიკის რეგიონის ქალაქებში კაპანსა და მეღრიში, ტავუშის რეგიონის ქალაქ ბერდში, მომგებიანი თამაშები უნდა იყვნენ მინიმუმ 100 მეტრის დაშორებით ხსენებული ცენტრებიდან სწორი ხაზით.

”ტერიტორიის გარდა, დაწესებულია ასაკობრივი შეზღუდვები – ერთ შემთხვევაში 21 წელი, მეორე შემთხვევაში – 18. მოგვარდა ტერიტორიის სიდიდის, პირადობის დამადასტურებელი საბუთებით შესვლის უფლების საკითხები,  თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც კრძალავს ამ ადამიანების შესვლას სათამაშო ბიზნესის საქმიანობით დაკავებულ ადგილებში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2020 წლის 1 ნოემბრიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button