მთავარისაზოგადოება

სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა, 350 ადამიანი გამოჯანმრთელდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 210-ით გაიზარდა, 350 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დარეგისტრირდა 4 გარდაცვლილი. წინა დღეს ჩატარდა 2256 ტესტი, რომელთაგან 2046 უარყოფითია. სხვა მიზეზების გამო გარდაცვლილთა რიცხვი 4-ით გაიზარდა და 292-ს მიაღწია.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, შემთხვევათა საერთო რაოდენობაა 47877, გამოჯანმრთელებული შემთხვევების რიცხვია 43026, გარდაცვლილია  942 და რეალური პაციენტების რაოდენობა 3617.  დღეისათვის სულ ჩატარებულია 268 822 ტესტი.

ნახეთ მეტი
Back to top button