მთავარიპოლიტიკა

ერევანში ახლადაშენებული საელჩო. ჩინეთის ახალი განაცხადი სომხეთთან ურთიერთობის განვითარების მიზნით

,,არმენპრესი“ წერს, რომ ჩინეთის მიერ ახალი საელჩოს მშენებლობას სომხეთი განიხილავს, როგორც ახალ განაცხადს სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად.
“არმენსპრესთან” საუბრისას ამის შესახებ აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა  ჩინეთის ახლად აშენებულ საელჩოში ორგანიზებული ვიზიტის შემდეგ.
”ჩინეთი შეიძლება ამაყობდეს ასეთი დიდი წარმომადგენლობით და ჩვენც ამას ვუყურებთ, როგორც ჩინეთის მხრიდან განაცხადს, რომ სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობები შეიძლება უფრო მაღალ დონეზე იყოს, და უფრო გაღრმავდეს. ჩვენს თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, მათი განსხვავებული ზომების (მცირე სომხეთი, დიდი ჩინეთი) მიუხედავად, ორივეს ძალიან ბევრი საერთო აქვს, ორივე რაიმე მოსაზრებით, მსოფლიო ერებია, რადგან ჩინეთის კულტურა და ერი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც სომეხი ხალხი”, – აღნიშნა სარგსიანმა.

პრეზიდენტის თქმით, თანამშრომლობის მრავალი მიმართულება არსებობს, პირველ რიგში უსაფრთხოების და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
სარგსიანი ჩინეთთან თანამშრომლობის ახალ ჰორიზონტებს ხედავს ახალი ტექნოლოგიების სფეროში, რადგან მომავალში მსოფლიო სავსე იქნება ამით, ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული და დამთავრებული ბიოლოგიური სფეროებით, რადგან ორ ქვეყანას აქვთ ერთობლივი სამეცნიერო, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამეცნიერო-კვლევითი განვითარების შესაძლებლობები.
”ასე რომ, მე ძალზე პოზიტიურად ვუყურებ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ელჩს შესთავაზა, რომ სომხეთთან თანამშრომლობა განვითარდეს არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ განათლების სფეროშიც, რადგან იქაც აღინიშნება პოტენციალი, ისევე როგორც კულტურის სფეროში. ორივე უძველესი ხალხია, მათ აქვთ დიდი ისტორია – ხელოვნება, თანამედროვე კულტურა. ”ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, გავაკეთებთ ამას თუ არა”.


ფოტოები – გევორგ პერკუპერკიანის
ჩინეთის ელჩი სომხეთში თიან ერლუ მაღალტექნოლოგიების სფეროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს.
”თანამედროვე სამყარო წინ არ წავა  მაღალტექნოლოგიური ტექნოლოგიის განვითარების გარეშე. კორონავირუსის ეპიდემიამაც კი დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნოლოგიები, ონლაინ ბიზნესი და ა.შ., ასე რომ, ვფიქრობ, მაღალი ტექნოლოგიები არის რგოლი, რომელიც გააერთიანებს დიდ ჩინეთსა და მცირე სომხეთს, და გეოგრაფიული სიშორე დაბრკოლება არ არის. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მაღალი ტექნოლოგიების სფეროა”, – დაასკვნა ელჩმა.
კარენ ხაჩატრიანი

ნახეთ მეტი
Back to top button