მთავარიპოლიტიკა

“ეს მესიჯი ადრესირებული არ არის“: ფარვანიანი სომხურ-რუსული სამხედრო წვრთნების შესახებ

სომხეთ-რუსეთის ერთობლივი სამხედრო სწავლების მიზანია  ერთი სარდლობის ქვეშ მოქმედება. ამის შესახებ განაცხადა გაერთიანებული სამხედრო ჯგუფის მეთაურმა  გენერალ-მაიორმა ტიგრან ფარვანიანმა, კომენტარი გააკეთა რა სომხეთის “ალაგიაზის” სამხედრო სკოლაში “კავკასია -2020” სამხედრო წვრთნების პრაქტიკულ ეტაპთან დაკავშირებით „არმენია სპუტნიკის“ კორესპოდენტთან საუბრისას.

”მესაზღვრეები სომხურ-რუსული ჯგუფის სამხედრო წვრთნებს შეუერთდნენ. სროლის ფაზა დღეს დასრულდა, ხოლო  სამხედრო წვრთნები 26 სექტემბრამდე გაგრძელდება”, – თქვა მან.

სცენარის მიხედვით, მტერმა დაარღვია საზღვარი და შევიდა სომხეთის ტერიტორიაზე. სომხურ-რუსულმა სამხედრო დაჯგუფებამ უკუაგდო მტერი და აღადგინა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე.

სამხედრო წვრთნებში 1,5 ათასმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, გამოყენებულია 300-მდე ერთეული ტექნიკა (ძირითადად ჯავშანტექნიკა).

”მონაწილეობა მიიღეს 102-ე რუსული ბაზის სხვადასხვა არმიის კორპუსის, მესაზღვრეებისა და ქვედანაყოფების სომხურმა სამხედრო ნაწილებმა”, – აღნიშნა ფარვანიანმა.

კითხვაზე არის თუ არა სამხედრო სწავლება მესიჯი ვინმესთვის, ფარვანიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.

”ეს არის ჩვენი საბრძოლო პროგრამის განხორციელება, რომელიც ჩვენ შევქმენით წლის დასაწყისში  სამხრეთ სამხედრო ოლქთან ერთად. ამ პროგრამის მიხედვით, ჩვენ წინ მივდივართ. აპრილში ასეთი ღონისძიება უნდა გვქონოდა გამართული, მაგრამ ეპიდემიის გამო ვერ ჩავატარეთ. ასეთი ღონისძიებები წელიწადში ორ-სამჯერ გვექნება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს მესიჯი ადრესირებული არ არის,  ჩვენ  ჩვენს საქმეს ვაკეთებთ”, – აღნიშნა ფარვანიანმა.

“კავკასია -2020” სამხედრო წვრთნები ტარდება 21-26 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოკრუგის, კასპიისა და კშავი  ზღვების ტერიტორიებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი. სწავლებაში 80 ათასამდე კაცი  მონაწილეობს, მათ შორის არიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს “როსგუარდიას” თანამშრომლები, ასევე 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, მიანმარიდან და პაკისტანიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button