მთავარიპოლიტიკა

როგორ ნადგურდება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები (ვიდეო)

არცახის  თავდაცვის არმიამ ახალი ვიდეო წარმოადგინა აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ.

”არცახის  თავდაცვის არმია განაგრძობს აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ტექნიკის  განადგურებას.  ეს არის ბრწყინვალედ ჩატარებული ოპერაციაა   მთელი სამხედრო  ქვედანაყოფის ერთბაშად განადგურების მიზნით”, – ნათქვამია ცნობაში.

კადრებში ჩანს, თუ როგორ არტყამენ  სომხეთის შეიარაღებული ძალები მტრის ტანკებს, რომელთა ეკიპაჟი აფეთქებისგან ჰაერში ადის

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრის გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო შეტევა არცახ- აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ.

ბოლო ინფორმაციით, მტრის გასროლების შედეგად დაიღუპა 83 სამხედრო და 3 სამოქალაქო პირი. სომხურ მხარეს 200-მდე დაჭრილი ჰყავს. ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის შესახებ არ არსებობს, მაგრამ სომხური მხარე აცხადებს, რომ მტრის დანაკარგები შეუდარებლად დიდია.

ამ დროისთვის გავრცელებული  ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანმა დაკარგა 52 უპილოტო მფრინავი აპარატი, 6 ვერტმფრენი, 80 ჯავშანმანქანა, 1 თვითმფრინავი და 82 მანქანა. არცახში და სომხეთში გამოცხადებულია  სამხედრო მდგომარეობა. მიმდინარეობს სრულიდ საერთო მობილიზაცია.

 

ნახეთ მეტი
Back to top button