მთავარიპოლიტიკა

“სირიის ეროვნული არმიის” გენერალი აზერბაიჯანში დაქირავებულთა ყოფნას ადასტურებს

ეგრეთ წოდებული “სირიის ეროვნული არმიის” გენერალმა ზიად ჰაჯი უბეიდმა ქურთულ ტელეარხთან Rûdaw ინტერვიუში დაადასტურა, რომ ორგანიზაციის წევრები აზერბაიჯანში გაემგზავნენ. არსებითად, ეს არის სირიელ დაქირავებულთა შესახებ ინფორმაციის პირველი დასტური, რომელსაც ანკარა და ბაქო არ ცნობენ, იტყობინება რიბარი.

მისი თქმით, თურქეთის მიერ ოკუპირებული სირიის აფრინის, რას ალ-აინისა და სხვა რაიონებში უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ამიტომ ბოევიკებმა თანხმობა განაცხადეს აზერბაიჯანში გამგზავრებაზე ფულის საშოვნელად.

მისივე თქმით, თურქეთი მზადაა გადაიხადოს 70,000 დაქირავებულის მომსახურებისთვის.

მან განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ყველგან იბრძოლონ თურქეთის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების ინტერესებში, თავიანთი მიზნების განსახორციელებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button