მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრიც გაემგზავრა მოსკოვში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს RIA Novosti, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

”აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა რუსულ მხარესთან კონსულტაციების ჩასატარებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანიც.

მანამდე ჩვენ განვაცხადეთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ოქტომბერს ვაშინგტონში ცალკე შეხვედრებს გამართავენ აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.

აზერბაიჯანის ელჩმა ელინ სულეიმანოვმა არ გამორიცხა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში.

ნახეთ მეტი
Back to top button