
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელის გვერდებზე მიულოცა სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში შევიდა 26 ოქტომბერს დილის 8:00 საათზე.
მან თქვა, რომ ის ამაყობს თავისი გუნდის და კერძოდ, სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მუშაობით.
”მრავალი სიცოცხლე გადარჩება”, – წერს აშშ-ს პრეზიდენტი.







