
რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ჟან-ივ ლე დრიანმა განიხილეს ყარაბაღში შექმნილი ვითარება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების სიტუაცია, რუსეთის მიერ განხორციელებული შუამავლობის მცდელობები საომარი მოქმედებების დასრულებისა და კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.







