მთავარიპოლიტიკა

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გაგრძელდება: ეროვნულმა კრებამ კანონპროექტი არ მიიღო

,,Armradio.am” წერს, რომ საგანგებო სხდომაზე პარლამენტმა 36 ხმით, 56-ის წინააღმდეგ და 2 თავშეკავებულით კენჭისყრისას არ მიიღო ფრაქცია “ნათელი სომხეთის” მიერ წარმოდგენილი ეროვნული კრების გადაწყვეტილების პროექტი სამხედრო მდგომარეობის გაუქმების თაობაზე.

კანონპროექტის წინააღმდეგ კენჭი ყარა მმართველმა ფრაქციამ “ჩემი ნაბიჯი”.

სომხეთში 27 სექტემბერს დადგენილი სამხედრო მდგომარეობა კვლავ გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button