საზოგადოება

სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას მოქმედებს Covid-უსაფრთხოების ნორმები: სომხეთის ჯანდაცვის ინსპექცია

სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით მგზავრთა ნაკადის გაზრდის  ფონზე აეროპორტ  ზვართნოცში  რიგების და საცობის  თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და შრომის ინსპექციის ორგანო ავრცელებს განცხადებას, სადაც კვლავ შეგახსენებთ სომხეთის რესპუბლიკაში Covid უსაფრთხოების პროცედურებს. ძალაშია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის N 1756-N გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თუ სომხეთის რესპუბლიკაში შემოსულ პირს აქვს მაქსიმუმ 72 საათის უარყოფითი კოვიდ-ტესტი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, იგი თავისუფლდება თვითიზოლირების ვალდებულებისაგან. ზემოხსენებული კოვიდუარყოფითი ტესტისა და დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, პირმა უნდა გაიაროს ტესტი აეროპორტში ან სახმელეთო საზღვარზე მდებარე სინჯების აღების წერტილებში და დაჰყოს იზოლაციაში  PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მიღებამდე.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში შემოსულ  ყველა მოქალაქეს დაუყოვნებლივ უტარდება  გამოკვლევა  ჯანდაცვის ინსპექციის მიერ გახსნილ  პუნქტზე (მათ შორის დისტანციური თერმოსკრინინგი, გარეგანი  გამოკვლევა, დამატებითი გამოკვლევები ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში). გამოკვლევის შედეგების მიხედვით და შესაბამისი სიმპტომების არსებობისას ავადმყოფი გადაყვანილი იქნება საავადმყოფოში.

ნახეთ მეტი
Back to top button