მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება ყარაბაღის აღიარების მოწოდებით

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ საფრანგეთის პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის აღიარების აუცილებლობას.

რეზოლუციას, რომელიც მიღებულ იქნა 188 ხმით 3-ის წინააღმდეგ, საფრანგეთის მთავრობისთვის საკონსულტაციო ხასიათი აქვს.

პროექტის განხილვისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ იგი მოლაპარაკებების პროცესისთვის სასარგებლოდ არ მიიჩნევს აღიარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button