კულტურა

ბარბაროსებისგან გულმოწყალებას არ უნდა ველოდოთ: სომეხი კულტუროლოგი იუნესკოს წინადადების შესახებ

კულტუროლოგ ქნარიკ მირზოიანის აზრით, ყველა მოწმე გახდა იმისა,  თუ როგორ ანადგურებდნენ  ან შეურაცხყოფდნენ  სომხურ ეკლესიებსა  და კულტურულ ფასეულობებს ომის დროს, ამიტომ მრავალი ძეგლის მომავალი მართლაც საფრთხეშია.

მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ აზერბაიჯანს არ უკავშირდება, რადგან დღესდღეობით თურქეთის როლი უფრო მეტად იგრძნობა ამ ქვეყანასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში.

„თუ ხშირ შემთხვევაში აზერბაიჯანელები მოქმედებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების კანონმდებლობის მიღმა, არ არის გამორიცხული, რომ მათ უარყონ იუნესკოს წინადადება და არ მისცენ ორგანიზაციას მისიის შესრულების უფლება არცახში. მათ ყველაფრის უნარი შესწევთ”, – თქვა კულტუროლოგმა.

მირზოიანის თქმით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია და სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც პრობლემის გარკვეულწილად მოგვარება შეუძლიათ, ერთიანად უნდა მოქმედებდნენ. მისივე თქმით, ჩვენ არ უნდა მივენდოთ აზერბაიჯანს, რომ ის  გადადგამს ნაბიჯებს  ჩვენი ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვაში.

კულტურის ექსპერტის აზრით, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ რუსი სამშვიდობოების (რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა სადავო საკითხების მოგვარებაზე) ჩარევა ამ საკითხში და არ დაუშვან სომხური ძეგლების განადგურება მთიან ყარაბაღში და მიმდებარე ტერიტორიებზე.

მირზოიანის აზრით აზერბაიჯანელებისაგან  გულმოწყალებას არ უნდა ველოდოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც მათმა ჩაიდინეს  ღაზანჩეცოცის ეკლესიასთან ან შუშის მწვანე ეკლესიასთან მიმართებაში.

მისივე თქმით, საკითხი ღიად რჩება, რაც სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button