მთავარიპოლიტიკა

ვართ შეშფოთებული აზერბაიჯანის მიერ ძირითადი დებულებების დარღვევით: საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთი, როგორც სამმხრივი მემორანდუმის  ხელმომწერი, ღრმად არის შეშფოთებული აზერბაიჯანის მიერ ძირითადი დებულებების დარღვევით. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დროს.

”ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბოლო სერიოზული დარღვევა გუშინ მოხდა, რის შედეგადაც გვყავს ერთი დაჭრილი ჯარისკაცი. ჩვენ ვიზიარებთ არცახის  თავდაცვის არმიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს, რომლებიც მკაცრად გმობენ აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციულ ქმედებებს”, – თქვა მინისტრმა.

აივაზიანის თქმით, აზერბაიჯანული მხარე არღვევს განსაკუთრებით 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების 1-8-ე პუნქტებს, რომლის მიხედვითაც მხარეები უნდა დარჩნენ ოკუპირებულ ადგილებში, შეაჩერონ ცეცხლი და დააბრუნონ ტყვეები. მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს დარღვევები უკავშირდებოდა, მაგალითად, თავდასხმას ჰადრუთის რაიონის მიმართულებით, რომლის დროსაც 64 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის კონტროლს დაქვემდებარებულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე და თქვა, რომ საჭიროა განხორციელდეს  ღონისძიებები მათი დაცვისათვის.  მინისტრის თქმით, ჯერჯერობით საერთაშორისო თანამეგობრობის ნებისმიერი ნაბიჯი კულტურული სტრუქტურების შენარჩუნების მიზნით აზერბაიჯანის წინააღმდეგობას აწყდება.

ნახეთ მეტი
Back to top button