პოლიტიკა
აზერბაიჯანში დასრულდა ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო სწავლებები

ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო სწავლებები აზერბაიჯანში 18 მარტს დასრულდა.
როგორც “არმენპრესი” წერს აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით, სამხერო წვრთნები ჩატარდა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, და წარმოდგენილი იყო 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 100 ერთეული ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200-მდე რაკეტა-ყუმბარმტყორცნი, 30 ერთეული სამხედრო ავიაცია, ზალპური ცეცხლისა და ნაღმტყორცნების რეაქტიული სისტემები, ისევე როგორც სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო მფრინავი აპარატები.







