
სომეხი სამხედრო ტყვეების წამება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ფეისბუქზე აშშ-ს კონგრესმენი ადამ შიფი შეეხო სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხს
”Human Rights Watch- ის ბოლოდროინდელი ანგარიში ადასტურებს იმას, რისიც ბევრ ჩვენგანს ეშინოდა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბოროტად გამოიყენეს სომეხი სამხედრო ტყვეები და დააკავეს სამოქალაქო პირები. 200-მდე სამხედრო ტყვე კვლავ აზერბაიჯანში არალეგალურად იმყოფება, არსებობს შემდგომი ძალადობის რისკიც. სომეხი სამხედრო ტყვეების წამება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს”, – წერს შიფი.







