მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გადადგება აპრილის ბოლო ათი დღის განმავლობაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის აპირებს გადადგეს აპრილის ბოლო ათი დღის განმავლობაში, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 20 ივნისს. ამის შესახებ ფაშინიანმა აღნიშნა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის სესიის დროს.

“მე ვაპირებ გადადგომას აპრილის ბოლო ათი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მე -7 დღეს, სათანადო პროცედურების დაცვით ჩატარდება პრემიერ-მინისტრის არჩევნები. მე ფრაქცია” ჩემი ნაბიჯი წარმადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ვინაიდან საკონსტიტუციო წესი  გვავალდებულებს, რომ  იყოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატი. სხვა ფრაქციები პრემიერ-მინისტრის კანდიდატს არ დაასახელებენ, ფრაქცია “ჩემი ნაბიჯი” მე პრემიერ-მინისტრად არ ამირჩევს. მეორეჯერ მე ფრაქციის 1/3-ის მიერ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წარმადგენენ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად სხვა კანდიდატი ისევ არ იქნება დასახელებული, პრემიერ-მინისტრი ისევ არ აირჩევა, ეროვნული ასამბლეა კანონის ძალით დაშლილად ჩაითვლება, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნები დაინიშნება 20 ივნისს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ ეცდებიან გვერდი აუარონ ხალხის წინაშე ნაკისრ პოლიტიკურ შეთანხმებას, მაშინ ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა.

ნახეთ მეტი
Back to top button