მთავარიპოლიტიკა

სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას რუსეთზე. ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-რუსეთის სამხედრო შეთანხმებების ლოგიკით, სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა 14 აპრილს ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.

”ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ სომხეთის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღერძია სომხეთ-რუსეთის სამხედრო ალიანსი, რომელიც განმტკიცებულია რამდენიმე ათეული სამხედრო, სტრატეგიული საერთაშორისო ხელშეკრულებით და ურთიერთდამოკიდებული ვალდებულებებით. ამ მხრივ, სომხეთ-რუსეთის ერთობლივ სამხედრო ჯგუფს – სომხეთ-რუსეთის ერთობლივ საჰაერო თავდაცვის სისტემას კავკასიის რეგიონში – სომხეთის უსაფრთხოებისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ამ ორი სისტემის მიერ ჩამოყალიბებული შეთანხმებების ლოგიკით, სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას რუსეთზე. ორმა ქვეყანამ ერთობლივად უნდა განიცადოს გარე გამოწვევები”.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე განიხილება სომხეთში რუსული 102-ე სამხედრო ბაზის შესაძლებლობების გაფართოების საკითხი, ასევე განხილვებია სიუნიქში 102-ე სამხედრო ბაზის საყრდენი პუნქტის შექმნის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button