საერთაშორისო

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 750 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 650, პისიარტესტით – 4 100.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 281 574 გამოჯანმრთელდა, 3 949 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 30 209 პირი, დღიურად აცრილია – 1 025 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 277, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 174 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 437პირი.

ამასთან, 18 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 783 პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button