მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს. ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვაიოც ძორის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში რინდის თემში მოქალაქეებთან შეხვედრისას.

‘’ამბობენ: როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება? ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს. წმინდა უსაფრთხოების მიზეზების გამო, ჩვენ რუსეთთან გვაქვს ერთობლივი სამხედრო ჯგუფი, საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა კავკასიის რეგიონში. ამ შეთანხმებების ლოგიკა შემდეგია: სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს შეტევას რუსეთზე. და ჩვენ აქ უსაფრთხოების საერთო სისტემა გვაქვს”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეეხო რა კითხვას, თუ რატომ არ იმუშავა ამ სისტემამ ისე, როგორც ხალხს სურდა არცახის ომის დროს, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა. მან ხაზი გაუსვა, რომ არსებითად, ეს უსაფრთხოების სისტემა ვრცელდება სომხეთის საზღვრებზე, რაც სომხეთმა თავად განსაზღვრა 2010 წლის კანონით „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ’’.

‘’დღეს ისინი ამბობენ: ”როგორ მოხდა, რომ შურნუხის აღმოსავლეთით აზერბაიჯანელები დგანან? ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან 2010 წელს სომხეთში მიიღეს კანონი ‘’ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ’’, სადაც დაწერილი იყო, რომ შურნუხის აღმოსავლეთით აზერბაიჯანის რესპუბლიკაა. ისინი ამბობენ, როგორ მოხდა, რომ აზერბაიჯანელები სოთქის მიღმა დადგნენ? ‘’იმის გამო, რომ ‘’ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ“ 2010 წლის კანონში სომხეთმა დაწერა, რომ სომხეთის საზღვარი მთავრდება სოთქით, და ამის შემდეგ აზერბაიჯანია”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button