საზოგადოება

სომხეთი გზას დაუთმობს აზერბაიჯანს გზის სანაცვლოდ: ფაშინიანი

სომხეთი გზას დაუთმობს აზერბაიჯანს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვაიოცძორის რაიონის რეგიონის ზარითაფის თემის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა შეეხო რა  კომუნიკაციების გახსნის საკითხს.

მისი თქმით, სომხეთის ეკონომიკა კომუნიკაციების გახსნით უნდა განვითარდეს, თუმცა დღეს ბევრი ცდილობს ამ საკითხით მანიპულირებას,  თუ როგორ შეიძლება  აზერბაიჯანს სომხეთის გავლით ნახჭევანისკენ მიმავალი გზა ჰქონდესო.

„დერეფნის საკითხით მანიპულაციას ეწევიან, აზერბაიჯანი მუდმივად აცხადებს ზანგეზურის დერეფნის შესახებ. ჩვენ ვამბობთ, რომ სამმხრივ განცხადებაში არ არის ნახსენები  სიუნიქი, ზანგეზური, მეღრი და დერეფანი. ისინი სულ ამბობენ, რომ ზანგეზურში დერეფანი გვექნებაო.  კარგი, მაშინ ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვექნება ნახჭევან-ჩრდილოეთ-აზერბაიჯანის დერეფანი”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება სომხეთის ეკონომიკა, თუ სომხეთს რკინიგზა ექნება  ირანთან და რუსეთთან.

ნახეთ მეტი
Back to top button