მთავარიპოლიტიკა

აუცილებელია სამშვიდობო პროცესის აღდგენა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მოგვარების მისაღწევად: ნიკოლ ფაშინიანი – სერგეი ლავროვს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით.

ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა სტუმრებს და აღნიშნა, რომ

”რთულ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ დახმარების ხელი გამოგვიწოდა და დაგვეხმარა ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიისა და   ეპიდემიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში. რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა საომარი მოქმედებების შეჩერება და დაძაბულობის მნიშვნელოვანი შემცირება ჩვენს რეგიონში. დღეს მთიანი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიაა.

ამიერიდან, სომხეთი ძალისხმევას არ დაიშურებს  რათა შეასრულოს 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივ დეკლარაციებში მიღწეული შეთანხმებები.

ამასთან, აზერბაიჯანის მოქმედებები ხელს არ უწყობს სამმხრივი დიალოგის განვითარებას. ბაქოს მანიპულირებს სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხით, გამოხატავს ტერიტორიულ ამბიციებს სომხეთის მიმართ.

თანათავმჯდომარეების პოზიცია, რომელიც 13 აპრილის განცხადებაშია ნათქვამი, შეესაბამება ჩვენს პოზიციას დღეს არსებულ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით. ”ამ მხრივ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი პოზიცია, რომ აუცილებელია სამშვიდობო პროცესის აღდგენა, რათა მივაღწიოთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მოგვარებას, თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე”, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button