მთავარიპოლიტიკა

ლავროვი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება არცახის  მეორე ომის შემდეგ  ტყვედჩაგდებულთა და ყველა დაკავებული პირის დაბრუნების საკითხი.  როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ლავროვმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას განაცხადა.

”ჩვენ, ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას ყველა ჰუმანიტარული საკითხის გადაჭრაზე, მათ შორის ტყვეებისა და დაკავებულების დაბრუნებაზე. ჩვენ გვესმის ამ ნაბიჯის სიმბოლური, ემოციური მნიშვნელობა. დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხის მოგვარებას შევძლებთ”, – თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი შექმნის პოზიტიურ, კონსტრუქციულ ატმოსფეროს კონფლიქტის მოგვარების სხვა საკითხების წინსვლისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button