მთავარიპოლიტიკა

საქართველო მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქოსა და ერევანს შორის ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში

საქართველოს მთავრობა მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილებას სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხში დანაღმული მინდვრების რუქების სანაცვლოდ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო  სომეხი სამხედრო ტყვეების  აზერბაიჯანიდან სომხეთში გადაყვანაში, რომელიც აზერბაიჯანის  მხარემ გაათავისუფლა დააღმული მინდვრების  რუქების სანაცვლოდ. თბილისი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მომავალში ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.

”საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერის აქტიური შუამავლობით, აზერბაიჯანულმა მხარემ გაათავისუფლა სომხეთის 15 მოქალაქე, რომლებიც კონფლიქტის დროს იყვნენ დატყვევებული. საქართველო მზადაა მომავალში დაეხმაროს პარტნიორებს, საჭიროების შემთხვევაში, და აქტიური მონაწილეობა მიიღოს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

”საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილებას, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას და გრძელვადიანი თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას”, – დასძინა მან. მთავრობამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაბიჯი “მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება მეზობლებს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად”, იტყობინება TASS-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button