საერთაშორისო
საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებისკენ მიმავალ გზებს განაახლებს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის 106,7 მლნ ევრო გამოუყო, იუწყება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და მოდერნიზება – ქვეყანაში მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.
ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით შეკეთდება ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთი: ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30-კილომეტრიანი მონაკვეთი და რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ შეიქმნება თანამედროვე და უსაფრთხო გზა, რომელიც საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დააკავშირებს.







