საერთაშორისო

აშშ-ს კონგრესმა შეიძლება კენჭი უყაროს იმ ცვლილებას, რომლითაც აზერბაიჯანს სამხედრო დაფინანსება მოუხსნა

პალატის ასიგნებების კომიტეტი სამშაბათს გადაწყვეტს შეაჩეროს თუ არა  მილიონობით დოლარის  სამხედრო დაფინანსება აზერბაიჯანისადმი.  აზერბაიჯანისადმი  სამხდრო დანიშნულებისათვის ფინანსების გამოყოფის  დაბლოკვის საკითხს  მხარს უჭერს  ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტი (ANCA).

რეზოლუციას უხელმძღვანელობენ  ფრენკ ფალონე უმცროსი, კონგრესის სომხეთის საკითხთა კომიტეტის წევრები, კონგრესმენები დევიდ ვალადო, ჯეკი შპიერი, ადამ შიფი, ბრედ შერმანი და რესპუბლიკელი ჯუდი ჩუ.

დამტკიცების შემთხვევაში, აშშ- ს წარმომადგენელთა პალატა სავარაუდოდ კენჭს უყრის შესწორებას პალატის საგარეო საქმეთა შესახებ კანონპროექტში (H.R.4373) მომდევნო კვირას.

ნახეთ მეტი
Back to top button