მთავარიპოლიტიკა

გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა“: დიდი შეცდომა იქნება, თუ არ გავარკვევთ, რომელი მხარეა აგრესორი

„აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  რობერტ მენენდესმა კვლავ ილაპარაკა გასულ წელს სომხებზე თავდასხმების დროს არცახში თურქეთის მიერ გაწეულ სამხედრო დახმარებაზე  აზერბაიჯანისადმი,  აგრეთვე სირიიდან შეიარაღბული დაჯგუფებების მონაწილეობაზე აზერბაიჯანის საომარ მოქმედებებში.

სიტყვით გამოსვლისას, მენენდესმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც გარკვეული ქმედებების შემთხვევაში არ აზუსტებენ, თუ  რომელი მხარეა აგრესორი. ამ გარემოებამ შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კონფლიქტის მოგვარებაზე, რადგან საერთაშორისო საზოგადოების და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ გაკეთებულ განცხადებებში არ არის  მითითებული, რომელი მხარე დაესხა თავს, დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებები და ა.შ. შესაძლოა, რომ  ამ წლების განმავლობაში აზერბაიჯანის აგრესიულ და დესტრუქციულ ქცევას ადეკვატურად რომ გამოვხმაურებოდით, დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლება ვერ შეძლებდა მშვიდობისმოყვარე ადამიანის ყალბი ნიღბის ქვეშ დამალვას. ორივე მხარისადმი მიმართული მუდმივი მოწოდებები და შეგონებები ქმნიდა უსამართლობისა და უთანასწორობის ატმოსფეროს, რიც გამოც დღეს დაზარალდა   სომეხი ხალხი, არცახელების სახით“, –  წერს გაზეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button