მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორ სომეხ პატიმარს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

 აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორ სომეხ ტყვეს, ლუდვიგ მკრტჩიანს და ალიოშა ხოსროვიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბაქოს იასამალის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. ტყვეები დამნაშავედ ცნეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ომის კანონების დარღვევაში, წამებაში და სხვა მუხლებში. მკრტჩიანი და ხოსროვიანი ბრალდებულები არიან ყარაბაღის პირველ ომში მონაწილეობაში. “მოწმეები” ნაჩქარევად დანიშნეს “ჩვენების” მისაცემად.

ნახეთ მეტი
Back to top button