მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ელექტროენერგიისა და გაზის საერთო ბაზრების ფორმირებას ევრაზესის ფარგლებში

აუცილებელია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EEU) ფარგლებში ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნის პროცესის დაჩქარება. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზესის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. ღონისძიება ტარდებოდა  ონლაინ რეჟიმში.

ფაშინიანის თქმით, ევრაზესში  ელექტროენერგიის, გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთო ბაზრის ფორმირება არ არის მხოლოდევრაზესის  ხელშეკრულების დებულებების შესრულების საკითხი, არამედ აუცილებელი პირობაა ეკონომიკური ინტეგრაციის პოტენციალის სრულად რეალიზაციისათვის.

მან ასევე აღნიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი მომავალი შეთანხმების ფორმირების საქმეში, ასევე მზადყოფნა გააგრძელოს მუშაობა დისკუსიის საკითხებზე. “ჩვენ ვთვლით, რომ ევრაზეს- ში ურთიერთბით ვაჭრობის ბარიერების აღმოფხვრა არის ერთ -ერთი პრიორიტეტი, ხოლო მიზანია  შიდა ბაზრების ფუნქციონირების უზრუნველყოფა გამონაკლისებისა და შეზღუდვების გარეშე, ბარიერების გარეშე, რომლებიც ზღუდავენ  მეწარმეების  ევრაზესის წევრი ქვეყნების ბაზრებზე შესვლას.

ფაშინიანმა  რწმენა გამოთქვა,  რომ ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური დანერგვა და განვითარება ასევე ხელს შეუწყობს დაბრკოლებების მინიმუმამდე შემცირებას ან სრულ აღმოფხვრას.

ნახეთ მეტი
Back to top button