მთავარიპოლიტიკა

ჩვენ მხედველობაში გვაქვს ჩაბაჰარის პორტის შავ ზღვასთან დაკავშირების მნიშვნელოვან კვანძად გახდომის იდეა. არმენ გრიგორიანი

სომხეთის მთავრობა ინტენსიურად მუშაობს სომხეთ-ირანის საგზაო კავშირთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. ამის შესახებ ირანულ სააგენტო Tasnim– თან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

„სომხეთ-ირანის საგზაო კავშირთან დაკავშირებით მართლაც არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ სომხეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ წლის ბოლოსთვის  მზად იყოს პირველი ალტერნატიული გზა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოკლევადიანი პრობლემა ზოგადად. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი გეგმა. სექტემბრის ბოლოს სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის გეგმა სისიანიდან ირანის საზღვრამდე. ეს პროექტი, რომლის ღირებულებაა 1 მილიარდ დოლარზე მეტია, მთლიანად შეცვლის რეგიონის ინფრასტრუქტურას. ამ პროექტის განხორციელებისას ჩვენ ასევე გვაქვს ჩაბაჰარის პორტის შავ ზღვასთან დასაკავშირებლად მნიშვნველოვან ინფრასტრუქტურულ კვანძად გახდომის იდეა. „ამ მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა მოგვცემს დიდ შესაძლებლობას სომხეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის“, -,,არმენპრესის“ გადმოცემით განაცხადა გრიგორიანმა.

მისი თქმით, თუ სომხეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა ახლა ასობით მილიონი დოლარია, სომხეთში ფიქრობენ, რომ სულ მალე ის გადააჭარბებს მილიარდ დოლარს. გრიგორიანის შეფასებით, ეს ასევე შესაძლებლობას მისცემს მომავალში სავაჭრო ბრუნვა გაზარდოს რამდენიმე მილიარდამდე. მოკლედ რომ ვთქვათ, სომხეთსა და ირანს აქვთ ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დღის წესრიგის ფართო სპექტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button