ეკონომიკა

სომხეთში აპირებენ 10 000 IT სპეციალისტის მომზადებას და 7000 სამუშაო ადგილის შექმნას

სომხეთში აპირებენ 10 000 IT სპეციალისტის მომზადებას და 7000 სამუშაო ადგილის შექმნას. ამის შესახებ ღონისძიების „სომხეთი: საინჟინრო კვირეული 2021“-ზე განაცხადა ,,საწარმოთა ინკუბატორის“ ფონდის დირექტორმა ბაგრატ ენგიბარიანმა.

გარდა ამისა, გამოცხადდება ერთი უნიკალური ინიციატივა – სამეცნიერო საინკუბატორო პროგრამა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სომხეთი უკვე არის IT ქვეყანა, რომელმაც ამ სფეროში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარების შემდეგ ეტაპზე. „იდეა არის ის, რომ სომხეთი იქცეს მომავლის ინდუსტრიულ ქვეყნად, სადაც კრეატიული აზროვნება, მეცნიერება და ინოვაცია უმთავრესია“, – დასძინა ენგიბარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button