საზოგადოება

ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სავალდებულო აცრის დაწესებას არ დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მედია.

აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

„მინდა ცალსახად ვთქვა, რომ მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მე მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე რომ ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები და არა ვაიძულოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში სულ 1877 აცრა ჩატარდა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. უცნობია, ამ სტატისტიკიდან რამდენია პირველი აცრა, ხოლო რამდენი – მეორე.

მას შემდეგ, რაც საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, ეს დღიური აცრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აგვისტოში დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button